სალომე ფირცხალავა
ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი
ექოკარდიოგრაფია გულის ულტრაბგერითი კვლევაა, რომელიც საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს გულის აგებულება, სარქვლების ფუნქცია, გულის კუნთის მუშაობა და სისხლის მიმოქცევა.
სრულკვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
ექოკარდიოგრაფიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა ტკივილი, ქოშინი, არითმია, სწრაფი დაღლა, მაღალი არტერიული წნევა ან გულისცემის შეგრძნება. ხშირად გულის პრობლემები საწყის ეტაპზე მკვეთრი ჩივილების გარეშე ვითარდება, ამიტომ კვლევა რეკომენდებულია პროფილაქტიკური კონტროლისთვისაც.
ექოკარდიოგრაფია ექიმს ეხმარება დროულად გამოავლინოს გულის სარქვლოვანი დაავადებები, გულის უკმარისობა, თანდაყოლილი მანკები და სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას.
პროცედურა სრულიად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულოა, არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას.