ელექტროკარდიოგრამა
ელექტროკარდიოგრამა
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) არის კვლევა, რომელიც აფიქსირებს გულის ელექტრულ აქტივობას და აფასებს გულის რითმსა და მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს სხვადასხვა კარდიოლოგიური პრობლემა.
ელქტროკარდიოგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა ტკივილი, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, ქოშინი, სისუსტე, თავბრუსხვევა ან წნევის ცვლილებები. კვლევა ასევე რეკომენდებულია პროფილაქტიკური შემოწმებისთვის, რადგან გულის გარკვეული დაავადებები შესაძლოა ხანგრძლივად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
ელექტროკარდიოგრაფია ეხმარება ექიმს არითმიების, გულის იშემიური დაავადების, გადატანილი ან მიმდინარე ინფარქტის ნიშნებისა და სხვა პათოლოგიების გამოვლენაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და უზრუნველყოფს დროულ მკურნალობას.
პროცედურა სრულიად უმტკივნეულო, უსაფრთხო და რამდენიმე წუთიანი კვლევაა, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას.
ექიმები
ექიმები ვერ მოიძებნა.