დენსიტომეტრია
დენსიტომეტრია
დენსიტომეტრია არის კვლევა, რომელიც განსაზღვრავს ძვლის სიმკვრივეს და საშუალებას იძლევა ოსტეოპოროზი და მოტეხილობის მაღალი რისკი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს.
ხშირად ძვლოვანი ქსოვილის დასუსტება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ადამიანი პრობლემას მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ იგებს. სწორედ ამიტომ დენსიტომეტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია ქალებისთვის მენოპაუზის შემდეგ, 50 წელს გადაცილებული პირებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც აქვს კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი, ჰორმონალური დარღვევები, ხშირი ტკივილი ძვლებსა და სახსრებში ან მოტეხილობის ისტორია. დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და მძიმე მოტეხილობების რისკს.
პროცედურა სწრაფი, უსაფრთხო და სრულიად უმტკივნეულოა, ხოლო შედეგები ექიმს ეხმარება შეაფასოს ძვლის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს ეფექტური მკურნალობა ან პრევენციული ღონისძიებები.
დენსიტომეტრია ძირითადად ძვლის მინერალურ სიმკვრივეს იკვლევს და გამოიყენება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის, თუმცა თანამედროვე DXA/DEXA აპარატებს შეუძლიათ სხეულის შემადგენლობის ანალიზიც . მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ცხიმოვანი მასა, კუნთოვანი მასა და მათი გადანაწილება სხეულში. ეს კვლევა ხშირად გამოიყენება სპორტულ მედიცინაში, ენდოკრინოლოგიასა და წონის კონტროლის პროგრამებში.
ექიმები
ექიმები ვერ მოიძებნა.