ირაკლი ვარძუკაშვილი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ორთოპედ-ტრავმატოლოგიური სამსახური, რომელიც მოიცავს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ყველა ასაკის პაციენტისთვის.
ჩვენი ორთოპედ-ტრავმატოლოგები თანამედროვე პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე დაყრდნობით მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ტრავმით გამოწვეული ტკივილის მართვა, პაციენტის მოძრაობითი ფუნქციის აღდგენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ძირითადი მიმართულებები:
კლინიკაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა ორთოპედიულ მიმართულებას, რომელიც მოიცავს თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების მართვას, ბრტყელტერფიანობის გამოვლენას და პაციენტზე მორგებულ რეაბილიტაციურ მკურნალობას, ხერხემლის გამრუდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (ზემო და ქვემო კიდურების, ძვლებისა და კუნთების) განვითარების სხვადასხვა დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულება მჭიდროდ თანამშრომლობს რეაბილიტაციის, ნევროლოგიისა და რევმატოლოგიის მიმართულებებთან, რაც უზრუნველყოფს კომპლექსურ და ეფექტურ მკურნალობას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და იყენებს თანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე მორგებულ ხარისხიან მომსახურებას.
გახსოვდეთ:
სახსრებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები ხშირად იწყება უმნიშვნელო ტკივილით, დაძაბულობით ან მოძრაობის მცირე შეზღუდვით. ორთოპედ-ტრავმატოლოგთან დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის შერჩევისა და მოძრაობის სრულფასოვანი ფუნქციის შესანარჩუნებლად.