კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) წარმოადგენს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც რენტგენის სხივების დახმარებით სხეულის შიდა სტრუქტურებს დეტალურად ასახავს. ეს კვლევა იძლევა მაღალი სიზუსტის ინფორმაციას და ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს სწორი დიაგნოზის დასმაში.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კვლევაა თანამედროვე მედიცინაში და ფართოდ გამოიყენება როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ დიაგნოსტიკაში. მისი დახმარებით შესაძლებელია დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.
კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
• ტვინის პათოლოგიები - ინსულტი, სისხლჩაქცევა, სიმსივნური პროცესები, ტრავმები
• გულ-მკერდის ორგანოები -ფილტვების ანთება, ემბოლია, სიმსივნეები, ტრავმები
• მუცლის ღრუს ორგანოები- ღვიძლის, თირკმლების, ნაწლავების და სხვა ორგანოების დაავადებები
• ძვლოვანი სისტემა - რთული მოტეხილობები, დეფორმაციები და ტრავმები
• ონკოლოგიური პროცესები - სიმსივნის გამოვლენა, გავრცელების შეფასება და მკურნალობის კონტროლი
ჩვენს კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ კვლევას და მაქსიმალურ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება კონტრასტული ნივთიერება, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს სისხლძარღვებსა და ორგანოების სტრუქტურას.
ტექნიკური მახასიათებლები: TOSHIBA 128 შრიანი , მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფი.
ექიმები
ექიმები ვერ მოიძებნა.