პედიატრიული დღის სტაციონარი
პედიატრიული დღის სტაციონარი
პირველი კლინიკის პედიატრიული დღის სტაციონარი სრულად უზრუნველყოფს პედიატრიული დაავადებების სათანადო მართვას ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა არ არის პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
მედიკამენტური მკურნალობა, ინტრავენური თერაპია და სარეაბილიტაციო პროცედურები წარმოადგენს არასრულ ჩამონათვალს იმ მომსახურებებისა, რომლებზეც ჩვენი დღის სტაციონარი იღებს ვალდებულებას. მომსახურება მოიცავს დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას, მედიკამენტურ მკურნალობას (ტაბლეტური, კუნთში ან ინტრავენური თერაპია), სარეაბილიტაციო პროცედურებსა და ინფუზიურ თერაპიას, რაც კომფორტულად და ბავშვთა უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება ერთი დღის განმავლობაში.
რა ჩივილებით უნდა მოგვმართოთ:
რომელი დაავადებების დროს შეიძლება მოგვმართოთ:
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:
- საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ბავშვთა დაავადებების მიმდინარეობის დროს
- ქრონიკული დაავადებების მონიტორინგის შემთხვევაში
- პრევენციული და კომპლექსური დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობისას
- რესპირატორული ინფექციები (სურდო, ბრონქიტი)
- ალერგიული რეაქციები (ეგზემა, გამონაყარი)
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები (დიარეა, პანკრეატიტი)
- ქრონიკული დაავადებების მართვა (ასთმა, გულ-სისხლძარღვთა, ნეფროლოგიური და ენდოკრინოლოგიური მდგომარეობები)
- ინფუზიური თერაპია, ინექციები, ანტიბიოტიკოთერაპია
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები
- სპეციალისტთა კონსულტაციები
- ბავშვი იღებს პროფესიონალურ და უსაფრთხო მკურნალობას
- მშობლებს აქვთ ინფორმირებული კონტროლი და სიმშვიდე
- დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგაცილებთ გართულებებს
- კომფორტული გარემო – მშობელს შეუძლია მუდმივად დარჩეს ბავშვის გვერდით
ექიმები
ექიმები ვერ მოიძებნა.