სიახლეები
ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი
რატომ არის მნიშვნელოვანი ფილტვის კიბოს სკრინინგი?
ფილტვის კიბო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შემთხვევების დაახლოებით 85% დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან, თუმცა დაავადება შეიძლება არამწეველ ადამიანებშიც განვითარდეს. ადრეული აღმოჩენა ზრდის სრული გამოჯანმრთელებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის შანსს.
ფილტვის კიბოს რისკ-ფაქტორები:
-თამბაქოს აქტიური მოხმარება,
-პასიური მწეველობა, კანცეროგენულ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი,
-გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ფილტვის კიბოს სკრინინგი
საწყის ეტაპზე ფილტვის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ მაღალი რისკის მქონე პირებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის ყველაზე ეფექტური მეთოდია.
ვისთვის არის რეკომენდებული სკრინინგი?
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოში 2026 წელს დაიწყო ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელიც ეხება თბილისში რეგისტრირებულ ადამიანებს, რომლებიც არიან 45–75 წლის ასაკში და აქვთ თამბაქოს ინტენსიური მოწევის ისტორია.
ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ფილტვის კიბო მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს. ამიტომ, თუ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით კლინიკა პირველი გაძლევთ შესაძლებლობას ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს სკრინინგი.